Sunday, April 5, 2020

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი X- გოდრიკ ჰოლოუ



თავიდან ჰარი ვერ მიხვდა სად იყვნენ მაგრამ მერე იცნო თავისი მშობლების სახლი, ოღონდ რაღაც უცნაური ეჩვენა:
ჩამონგრეული ნაწილი გამთელებული იყო, მტვერის ნამცეციც არსად ჩანდა,
ბაღში აუზი იყო ჩაშენებული და ყვავილები გაზრდილიყო.
ჰარიმ ჰერმიონი და რონი მერეღა შეამჩნია. ჰერმიონს მუცელი და ხელი დასისხლიანებული ჰქონდა, რონს ფეხი ჰქონდა გაჭრილი და ჯინსიდან სისხლის წვეთები მოსდიოდა, მუხლზეც კარგი ღრმა ჭრილობა ჰქონდა. ჰერმიონი ძირს ეგდო და ვერ დგებოდა, ან არც კი ცდილობდა, ჰარიმ იფიქრა გულწასულიაო. რონმა ჯიბეები მოიჩხრიკა და რაღაც ბოთლი ამოიღო,მერე გახსნა და წყალივით სითხე ჰერმიონს ჯერ მუცელზე დააწვეთა, მერე ხელზე, ბოლოს კი მუხლზე თვითონაც დაიწვეთა, მერე ჰერმიონი ხელში აიყვანა და ჰარის უთხრა - დროზე კარის გაღება სცადე!
ჰარი კარებს მივარდა და გაღება სცადა.
- რა დაუტოვა ალბუს დამბლდორმა ჰარი პოტერს?- ჰკითხა ჰარის ჰერმიონის ხმამ.
ჰარიმ არც აქცია არც აცხელა უპასუხა:
- სნიჩი და გოდრიკ გრიფინდორის ხმალი!
კარი გაიღო.



თანამედროვე ჰარი პოტერი თავი IX- ტყეში



როგორც კი ჰარი და რონი საკუჭნაოდან გამოვიდნენ, რონის ოთახში შევიდნენ და კარი ჩარაზეს.
- მოდი ამ კომოდის გვერდზე გაწევაში მომეხმარე!- ხელით ანიშნა უშველებელ კომოდზე რონმა ჰარის.
- ეხლავე!- რონთან მივიდა ჰარი ფარდების ჩამოფარების შემდეგ.
ერთად გაათრიეს კომოდი და მის ქვეშ 
იატაკზე ამოჭრილი წრე გამოაჩინეს, წრის ქვევით კი გვირაბი მიდიოდა.
- რონ, ეს საოცრებაა!
- ახლა მაგისი დრო არ არის, აი ეს ფანარი გამომართვი ჰარი!- პატარა, მაგრამ ძალიან მძიმე ელექტროფანარი მიაწოდა რონმა ჰარის და გაკვირვებულმა შეხედა - ჩახტი რას ელოდები!- და ჰარი გვირაბში ჩააგდო, მერე თვითონაც ჩაძვრა, ხელი ამოყო და კომოდის ძირზე მიკრულ სახელურს გამოსდო, მერე კი კომოდი როგორღაც ისე გამოაჩოჩა, რომ წესიერად გამოჩენილიყო.
ბოლომდე რომ ჩაძვრა რონმა ჰარის ფანარი გამოართვა და ჩურჩულით უთხრა- ახლა სასტუმრო ოთახის გვერდით გავდივართ და არ არსებობს იქ რომ ვინმე არ იყოს!
ჰარიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ცოტა ხანში სადაც გავიდნენ და იქაურობა კარგად მოათვალიერეს.
- ბნელ ტყეში ვართ!- წამოიძახა ჰარიმ.
- მოიცადე, გესმის?!- ყურის ქვეშ ხელი ამოიდო რონმა.- ვიღაც ყვირის! ღმერთო ოღონდ ჰერმიონი არ იყოს!
ხმას გაჰყვნენ და დაინახეს რომ ჰერმიონი ხეზე თოკებით იყო მიბმული,
პირზე სკოჩი აეკრათ, სახეზე ფერი აღარ ედო, გვერდით მაქცია გრეიბექი ედგა, წინ კი... ბელატრიქს ლესტრეინჯი! მას წინ ცოცხალი ბელატრიქს ლესტრეინჯი ედგა და უყვიროდა!
- არ ვიცი როგორ მაგრამ ჩემი აზრით 
ჰორკრუქსებმა გიშველეს ბელა!- ბელატრიქსს წინ აეტუზა გამწარებული რონი.
უცებ ჰარიც გამოვარდა და გრეიბექს გაშეშების შელოცვა ესროლა,რონი ჰერმიონს მივარდა და თოკები გახსნა, ჰერმიონმა  პირიდან სკოჩი აიხია და ტელეფონს და ჯოხს ხელი დაავლო, მერე ჰარიმ რონმა და ჰერმიონმა ერთმანეთს ხელები ჩაკიდეს და ის იყო იმ გულისამრევ სიბნელეში უნდა გახვეულიყვნენ, რომ ჰარიმ ბელატრიქსს "სექტუსემპრა" სტყორცნა, მაგრამ ალბათ სხვა ვინმეს მოახვედრა, რადგან ყვირილი ყურთან ახლოს მოესმა.





თანამედროვე ჰარი პოტერი თავი Vlll - საუბარი საკუჭნაოში


- რას ამბობ ძვირფასო? როგორ თუ გაიტაცეს! - შეშფოთდა ქალბატონი უიზლი - იქნებ უბრალოდ გაიქცა!
- მაგის გასარკვევად ერთადერთი გზა არსებობს!- ტელეფონი ამოიღო ჰარიმ, ჰერმიონის ნომერი აკრიფა და დაელოდა.
- არავინ პასუხობს!- გამოაცხადა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ.
თქვა თუ არა ეს სიტყვები ჰარიმ, ჯინი თავის ოთახში ავარდა, ჯორჯმა თქვა - რონის გამო გაიქცა და ახლა ტელეფონზე არ პასუხობსო და სახლში შევიდა, ქალბატონი და ბატონი უიზლებიც ნელა შეყვნენ და ის იყო ჰარიც სახლისკენ წავიდა, რომ რონმა უკან წაათრია და სადღაც ბნელ საკუჭნაოში შეიყვანა.
- მოდიხარ?- ჰკითხა ცოტა ხანში.
- სად?!- კითხვაზე კითხვით უპასუხა ჰარიმ.
- ტყეში რა თქმა უნდა!
- რა... რა... რატომ?!
- ჰერმიონის უკან დასაბრუნებლად რა თქმა უნდა! იქ მაქციებთან საბრძოლველად გავიმეტოთ? თან იქ შეიძლება ყოფილი სიკვდილის მხვრელებიც იყვნენ და ხომ იცი ჰერმიონს რასაც ეძახიან!
- არ ვიცი წამოვალ  თუ არა, რადგან აქ ჯინია და რა ვიცი კიდევ შეიძლება უკან ვეღარ დავბრუნდეთ ან რამე! ან არ ვიცი... არ ვიცი... და ჯინიც რომ წამოვიდეს? 
- ჯერ მეშვიდე კურსზეც არ არის. ჩვიდმეტი წლის კია მაგრამ სკოლა? ამბობენ რომ სანამ ჰოგვარტსს არ დაამთავრებს ვერცერთი ჯადოქარი ვერ ჩაითვლება სრულწლოვნად. მამას კანონია. ანუ ითვლება, რომ ჯინი              "არასრულწლოვანია"
- კარგი მისტერ ლექტორო კარგი წამოვალ. - უთხრა რონის გრძელი საუბრით დაღლილმა ჰარიმ, რაზეც ორივე ახარხარდა.

Monday, March 2, 2020

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი VII- ჰერმიონი გაიტაცეს!

როცა ჯინი კარავში შეძვრა ჰერმიონი იქ არ დაუხვდა.
- ჰერმიონ! აქ ხარ?! ჰერმიონ!
პასუხი არავინ გასცა და ჯინი ისე აკივლდა, რომ მთელი სახლი გარეთ გამოვარდა. მისის უიზლი ჯინის შემოეხვია რამე ხომ არ დაგიშავდაო, რონი და ჰარი ერთ ადგილას იდგნენ და გაშტერებულები უყურებდნენ ჯინის,
მისტერ უიზლი და ჯორჯი კი ჯინის გვერდზე იდგნენ და ამშვიდებდნენ.
- ჯინი, საყვარელო რა მოხდა?!- ჰკითხა
მისის უიზლიმ.
- მე რონმა გამაფრთხილა ჩვენი სახლის უკან რომ ტყეა საშიშია და იქ არ დაბანაკდეთო. კარავი კი იქ იდგა და ჰერმიონი გაიტაცეს!

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი VI


ის იყო ჯინი კარავში შეძვრა, რომ მაშინვე უკან გამობრუნდა და ჰერმიონს მიაძახა:
- მაპატიე ჰერმი, ტელეფონი დამრჩა სახლში!
- კარგი, მალე დაბრუნდი!
ჯინი რომ სახლში დაბრუნდა, პირველი რონი დაინახა, რომელიც ახლახან ამდგარიყო საწოლიდან და კბილების გასახეხად ჩამოვიდა ქვემოთ.
- გამარჯობა ძილის გუდავ!😁
- გამარჯობა ჯინი! რა სადმე მიდიხარ?
- ხო, ჰერმიონთან ერთად ტყეში უნდა დავრჩე.
- ტყეში?! ჩვენი სახლის უკან რომ ტყეა იქ?😟
- ხო, რა მოხდა?😒
- ეგ ტყე ბნელ ტყეს უერთდება და ძალიან საშიშია!
- ეგ შენ გეშინია, თორემ ჰერმიონი შენზე მამაცია, თან შენზე უფროსიც!
- არ ვიცი, მე გაგაფრთხილე და შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი!
- რონ, ჩემი ტელეფონი არ გინახავს?
- მაცივრის თავზეა, ჯორჯმა დაგიმალა.
- კარგი მადლობა!
- რაც გითხარი დაიმახსოვრე!
- კარგი, კარგად!
- კარგად!

ჰერმიონ გრეინჯერი

ალბათ ყველამ იცით ჰერმიონ გრეინჯერის შესახებ მაგრამ მე მაინც მოგითხრობთ.
ყველა ამბობს რომ ჰერმიონი ჰარი პოტერის საუკეთესო გმირია.
მართალია ჰერმიონი მაგლების შვილია, მაგრამ იგი მაინც ერთ-ერთი
საუკეთესო მოსწავლეა ჰოგვარტსში.
იგი 1994 წელს გახდა გრიფინდორის
ფაკულტეტის პრფექტი.

ჰერმიონ გრეინჯერის ანკეტა:

სრული სახელი: ჰერმიონ ჯინ გრეინჯერი
სისხლის სიწმინდე:მაგლი
მშობლები:Mr  და Mrs გრეინჯერები  (სახელები გაურკვეველია)
დაბადების თარიღი:19.09.1979
თმის ფერი: წაბლისფერი
თვალების ფერი: თაფლისფერი
მეუღლე:რონალდ უიზლი
შვილები: როუზ უიზლი (ასული) ჰუგო უიზლი (ვაჟი)
მსახიობი: ემა უოტსონი.

ემა უოტსონის ანკეტა:

დაბადების თარიღი:15.04.1990.
დაბადების ადგილი:პარიზი
I გამოჩენა ჰარი პოტერში: 2000 წელი (ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა)
ბოლო გამოჩენა ჰარი პოტერში:2011 წ.
(ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები მეორე ნაწილი)

Saturday, February 29, 2020

Meet me



რამდენი ხანია თანამედროვე ჰარი პოტერის თავებს ვკითხულობთ, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ თანამედროვე ჰარი პოტერის ავტორის ხასიათი?
ან გარეგნობა?
დიახ, სწორედ ჩემი.
როგორც უკვე გითხარით 8 წლის ვარ,
მიყვარს წერა და მოთხრობებსაც  ვწერ.
ამის გარდა კითხვაც, ხატვაც, სიმღერაც
და ცეკვაც მიყვარს, მაგრამ აქედან ყველაზე მეტად მაინც კითხვა.
ყველა მეუბნება-საოცარ მოთხრობებს წერ და ეს იმის დამსახურებაა, ბევრს რომ კითხულობო.მე უკვე 37 წიგნი მაქვს წაკითხული და მეუბნებიან გვერდებს ახტებიო - მაგრამ ხუმრობით.
გაინტერესებთ რატომ დავიწყე თანამედროვე ჰარი პოტერის წერა?!
მოკლედ,ყველაფერი იქიდან იწყება,
რომ მე ვგიჟდები ჰარი პოტერის ფილმებზე და წიგნებზე, თქვენ კი ალბათ დამეთანხმებით, რომ რაღაც აკლია.
და მივხვდი რაც აკლია - ის ცხრამეტი წელიწადი - ჰოგვარტსის მაგიისა
და ჯადოქრობის სკოლის დამთავრებიდან
შვილების ჰოგვარტსში გაშვებამდე.
ამიტომაც გადავწყვიტე თანამედროვე ჰარი პოტერის დაწერა.

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი V

ჰერმიონი სახლიდან გავიდა,ტყეში შევიდა, კარავში შეძვრა და კარგად მოკალათდა.
გავიდა სამი საათი. ჯინიმ გაიღვიძა,
ტანსაცმელი ჩაიცვა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია წერილი. რომ წაიკითხა მაშინვე შეუდგა ჩანთის ჩალაგებას და ორ წუთში უკვე სახლიდან გავიდა.  სანამ ტყემდე მიაღწევდა მიწაზე დაიხედა, თავში საოცარმა კითხვამ გაუელვა და მთელი გზა მასზე
ფიქრობდა:-რა მოხდება თუ მე და ჰარი რონს და ჰერმიონს შევარიგებთ? მაგრამ თუ რომელიმემ გაიგო....
ამ ფიქრებში იყო კარავს რომ მიაღწია და დაეჯახებოდა კიდეც,ამ დროს კარვიდან ჰერმიონი რომ არ გამოსულიყო:-ჯინი,კარგია რომ... ჯინი!
ამ დროს ჯინი ფიქრებიდან გამოერკვა და სწორედ მაშინ ასწია თავი კარავს რომ უნდა დასჯახებოდა.
- უი,დილა მშვიდობის ჰერმიონ.
- ჯინი რაზე ფიქრობდი?! კინაღამ
თავ-პირი აილეწე!😱😱😱
-რა... რა-რა რაზე ვფიქრობდი?
ა-ა-არაფერზე
-ჯინი!😡
-ხომ გითხარი! არაფერზე!
-კარგი ხო,შემოდი.

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი IV


QUEEN OF EVERYTHING
გადიოდა საათები და წუთები.
ჰარი დაბინავდა,მისტერ და მისის უზლებიც დაბრუნდნენ სახლში,რონი და ჰერმიონი კი ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ.ასე გავიდა მთელი დღე.
მეორე დღეს ჰერმიონი დილის 5 საათზე ადგა,მთელი სახლისთვის გაამზადა საუზმე, გააკეთა რამდენიმე სენდვიჩი,ჩაიდო ჩანთაში და წერილის წერას შეუდგა:
                     
         ძვირფასო ჯინი, მე იმ ტყეში ვარ თქვენი სახლის უკან რომაა.შეგიძლია მოხვიდე?ძალიან მინდა რაღაც საოცარი ამბები მოგიყვე.გთხოვ მარტო მოდი.მე  ტყეში  პატარა კარავი გავშალე და იქ ვაპირებ დარჩენას.თუ გინდა შენც წამოიღე ტანსაცმელი და დარჩი.
       სიყვარულით, ჰერმიონი.  :)
ჰერმიონი ჯინის ოთახში ავიდა,წერილი
გვერდით დაუდო და ოთახიდან გაიპარა.

Thursday, December 19, 2019

თანამედროვე ჰარი პოტერი-თავი |||





ჰერმიონმა კი სცადა რონის გაშეშება მაგრამ რონმა შელოცვა აიცილა და თვითონ დაიყვირა - კრუციო!
მაგრამ ჰერმიონი აპარაციით კიბეზე აღმოჩნდა და სასწრაფოდ ჯინის ოთახში ავარდა, იქ კი მისი საწოლზე დაენარცხა და ტირილი დაიწყო.
ბოლოს ძლივს წამოდგა და ჯინის ჰკითხა-შენს ძმას რა სჭირს?! წეღან კინაღამ მომკლა!ისე,გილოცავ მამაშენის დაწინაურებას.
-ჰერმიონ, მოიცა რა მოუვიდა რონს?
-ხომ გითხარი! წეღან კინაღამ მომკლა!
-მე ვიცი რატომაც.
-ჰოდა დროზე გამაგებინე!
-უბრალოდ ძალიან უნდოდა თვითონ ყოფილიყო მინისტრი,მაგრამ მამაჩვენი აირჩიეს და რა ვქნათ!ჰოდა რონი დღე და ღამე გაბრაზებულია.
რაღაც რაღაცებს იგონებს რომ მთელი ჯავრი სხვაზე გადმოანთხიოს. მართლ
შენი მოკვლა კი არ უნდა.
-და მინისტრის მოადგილედ რომ აიყვანონ არ შეიძლება ?
- სამსახურში საერთოდ არ აჰყავთ. მამა ეუბნება ახლახანს დაამთავრე სკოლა და სამსახური ადრეაო.
- აი თურმე რაში ყოფილა საქმე!

თანამედროვე ჰარი პოტერი-თავი||


დილის 3 საათია,  ჰარიმ იცის რომ აუცილებლად  დააგვიანდება, ამიტომ  აიღო ტელეფონი  და მესიჯის მიწერა დაიწყო ჰერმიონისთვის:

                ჰერმიონ,მე შეიძლება  1 ან 2 საათით  დამაგვიანდეს. კარგი?

და მაშინვე მიიღო პასუხი:

                    არ ინერვიულო, ვეტყვი ჰარის  აგვიანდება-მეთქი

                                6 საათის შემდეგ


ჰერმიონი უიზლების სახლის კარებზე აკაკუნებს.
-შემოდი.- მოესმა რონის ხმა.
რონ გილოცავ მამაშენის დაწინაურებას!-ოთახში შევარდა ჰერმიონი და რონს გადაეხვია- ისე  მომენატრე!
-მომშორდი მუქსისხლიანო!-ერთი ხელისკვრით მოიცილა ჰერმიონი და ძირს დააგდო -არამგონია ძალიან გენატრებოდე! და კიდევ ერთი-არავითარი ჯოხი! არა-ვითარი ჯოხი!- და ხელიდან ჯოხი გამოაცალა.
- თანაც მამაჩემმა ახალი კანონი შემოიღო-შენნაირი მუქსისხლიანები აღარ დაიშვებიან!
-მოიცა-მოიცა რა?-ძლივს ამოღერღა ჰერმიონმა.იგი უკვე წამომდგარიყო და ხელით მაგრად ჰქონდა კარის სახელური ჩაბღუჯული.
-რა ვქნა კანონი კანონია. -ჯოხი აღმართა რონმა-ამიტომ ავადა კედ...
მაგრამ ჰერმიონმა ძალა მოიკრიბა,რონს ჯოხი ხელიდან გამოსტაცა და ორი ოთახის იქით გაისმა მისი წარმოთქმული -გაშეშდი!

თანამედროვე ჰარი პოტერი იწყება-თავი |


 ჰარი ბიძია ვერნონს და ვერნონის ჩასუქებულ შვილს-დადლის უმზადებს სენდვიჩებს.
-😡ჰარი გაიწიე დროზე,მე გავაგრძელებ! -მხარი გაჰკრა დეიდა პეტუნიამ.
-😡აბრძანდი ოთახში ვაჟბატონო-დაუმატა ვერნონმა.
ჰარი წამსვე ავარდა ოთახში და კარი მიიჯახუნა.
უცებ  ქვევით ტელეფონზე დარეკეს მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია.
-ჰარი! ვიღაც ერმიონ ეირჯერი გირეკავს! ჩამოდი!
ჰარი კიბეზე ჩავრდა და დეიდა პეტუნიას ტელეფონი  ხელიდან გამოსტაცა.
-ჰარი გასაგიჟებელი ამბავი მაქვს!მისტერ უიზლი მაგიის მინისტრი გამხდარა!😆😆😆 - ჩაარაკრაკა ჰერმიონმა
-მართლა?!😆😆😆-შეხტა ჰარი
-ხო!და გადავწყვიტე რომ ხვალ, დილის 9 საათზე სიურპრიზად ვესტუმრო!შენც წამოხვალ?
-უეჭველად!გპირდები!
-მაშინ ათჯერ მეტად გაუხარდებათ!
-ოკეი!ესეიგი ხვალ დილის 9 საათზე!
-აჰა!
-ხვალამდე!         
-ხვლამდე!

                  იმედია თქვენც გიყვართ ჰარი პოტერი და მოგეწონათ

გამარჯობა!



მე ვარ ნატალი 😃
ეს ბლოგი იმიტომ შევქმენი, რომ ძაალიან მიყვარს წერა. ჯერ 8 წლის ვარ  და სკოლაშიც ვწერ მოთხრობებს.
პერიოდულად თქვენს ნამუშევრებსაც გამოვაქვეყნებ.
იმედია ისიამოვნებთ ჩემი ბლოგის დათვალიერებით 😘