ჰერმიონი სახლიდან გავიდა,ტყეში შევიდა, კარავში შეძვრა და კარგად მოკალათდა.
გავიდა სამი საათი. ჯინიმ გაიღვიძა,
ტანსაცმელი ჩაიცვა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია წერილი. რომ წაიკითხა მაშინვე შეუდგა ჩანთის ჩალაგებას და ორ წუთში უკვე სახლიდან გავიდა. სანამ ტყემდე მიაღწევდა მიწაზე დაიხედა, თავში საოცარმა კითხვამ გაუელვა და მთელი გზა მასზე
ფიქრობდა:-რა მოხდება თუ მე და ჰარი რონს და ჰერმიონს შევარიგებთ? მაგრამ თუ რომელიმემ გაიგო....
ამ ფიქრებში იყო კარავს რომ მიაღწია და დაეჯახებოდა კიდეც,ამ დროს კარვიდან ჰერმიონი რომ არ გამოსულიყო:-ჯინი,კარგია რომ... ჯინი!
ამ დროს ჯინი ფიქრებიდან გამოერკვა და სწორედ მაშინ ასწია თავი კარავს რომ უნდა დასჯახებოდა.
- უი,დილა მშვიდობის ჰერმიონ.
- ჯინი რაზე ფიქრობდი?! კინაღამ
თავ-პირი აილეწე!😱😱😱
-რა... რა-რა რაზე ვფიქრობდი?
ა-ა-არაფერზე
-ჯინი!😡
-ხომ გითხარი! არაფერზე!
-კარგი ხო,შემოდი.
No comments:
Post a Comment