Monday, March 2, 2020
თანამედროვე ჰარი პოტერი თავი VI
ის იყო ჯინი კარავში შეძვრა, რომ მაშინვე უკან გამობრუნდა და ჰერმიონს მიაძახა:
- მაპატიე ჰერმი, ტელეფონი დამრჩა სახლში!
- კარგი, მალე დაბრუნდი!
ჯინი რომ სახლში დაბრუნდა, პირველი რონი დაინახა, რომელიც ახლახან ამდგარიყო საწოლიდან და კბილების გასახეხად ჩამოვიდა ქვემოთ.
- გამარჯობა ძილის გუდავ!😁
- გამარჯობა ჯინი! რა სადმე მიდიხარ?
- ხო, ჰერმიონთან ერთად ტყეში უნდა დავრჩე.
- ტყეში?! ჩვენი სახლის უკან რომ ტყეა იქ?😟
- ხო, რა მოხდა?😒
- ეგ ტყე ბნელ ტყეს უერთდება და ძალიან საშიშია!
- ეგ შენ გეშინია, თორემ ჰერმიონი შენზე მამაცია, თან შენზე უფროსიც!
- არ ვიცი, მე გაგაფრთხილე და შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი!
- რონ, ჩემი ტელეფონი არ გინახავს?
- მაცივრის თავზეა, ჯორჯმა დაგიმალა.
- კარგი მადლობა!
- რაც გითხარი დაიმახსოვრე!
- კარგი, კარგად!
- კარგად!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment