- რას ამბობ ძვირფასო? როგორ თუ გაიტაცეს! - შეშფოთდა ქალბატონი უიზლი - იქნებ უბრალოდ გაიქცა!
- მაგის გასარკვევად ერთადერთი გზა არსებობს!- ტელეფონი ამოიღო ჰარიმ, ჰერმიონის ნომერი აკრიფა და დაელოდა.
- არავინ პასუხობს!- გამოაცხადა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ.
თქვა თუ არა ეს სიტყვები ჰარიმ, ჯინი თავის ოთახში ავარდა, ჯორჯმა თქვა - რონის გამო გაიქცა და ახლა ტელეფონზე არ პასუხობსო და სახლში შევიდა, ქალბატონი და ბატონი უიზლებიც ნელა შეყვნენ და ის იყო ჰარიც სახლისკენ წავიდა, რომ რონმა უკან წაათრია და სადღაც ბნელ საკუჭნაოში შეიყვანა.
- მოდიხარ?- ჰკითხა ცოტა ხანში.
- სად?!- კითხვაზე კითხვით უპასუხა ჰარიმ.
- ტყეში რა თქმა უნდა!
- რა... რა... რატომ?!
- ჰერმიონის უკან დასაბრუნებლად რა თქმა უნდა! იქ მაქციებთან საბრძოლველად გავიმეტოთ? თან იქ შეიძლება ყოფილი სიკვდილის მხვრელებიც იყვნენ და ხომ იცი ჰერმიონს რასაც ეძახიან!
- არ ვიცი წამოვალ თუ არა, რადგან აქ ჯინია და რა ვიცი კიდევ შეიძლება უკან ვეღარ დავბრუნდეთ ან რამე! ან არ ვიცი... არ ვიცი... და ჯინიც რომ წამოვიდეს?
- ჯერ მეშვიდე კურსზეც არ არის. ჩვიდმეტი წლის კია მაგრამ სკოლა? ამბობენ რომ სანამ ჰოგვარტსს არ დაამთავრებს ვერცერთი ჯადოქარი ვერ ჩაითვლება სრულწლოვნად. მამას კანონია. ანუ ითვლება, რომ ჯინი "არასრულწლოვანია"
- კარგი მისტერ ლექტორო კარგი წამოვალ. - უთხრა რონის გრძელი საუბრით დაღლილმა ჰარიმ, რაზეც ორივე ახარხარდა.
No comments:
Post a Comment