Thursday, December 19, 2019

თანამედროვე ჰარი პოტერი-თავი |||





ჰერმიონმა კი სცადა რონის გაშეშება მაგრამ რონმა შელოცვა აიცილა და თვითონ დაიყვირა - კრუციო!
მაგრამ ჰერმიონი აპარაციით კიბეზე აღმოჩნდა და სასწრაფოდ ჯინის ოთახში ავარდა, იქ კი მისი საწოლზე დაენარცხა და ტირილი დაიწყო.
ბოლოს ძლივს წამოდგა და ჯინის ჰკითხა-შენს ძმას რა სჭირს?! წეღან კინაღამ მომკლა!ისე,გილოცავ მამაშენის დაწინაურებას.
-ჰერმიონ, მოიცა რა მოუვიდა რონს?
-ხომ გითხარი! წეღან კინაღამ მომკლა!
-მე ვიცი რატომაც.
-ჰოდა დროზე გამაგებინე!
-უბრალოდ ძალიან უნდოდა თვითონ ყოფილიყო მინისტრი,მაგრამ მამაჩვენი აირჩიეს და რა ვქნათ!ჰოდა რონი დღე და ღამე გაბრაზებულია.
რაღაც რაღაცებს იგონებს რომ მთელი ჯავრი სხვაზე გადმოანთხიოს. მართლ
შენი მოკვლა კი არ უნდა.
-და მინისტრის მოადგილედ რომ აიყვანონ არ შეიძლება ?
- სამსახურში საერთოდ არ აჰყავთ. მამა ეუბნება ახლახანს დაამთავრე სკოლა და სამსახური ადრეაო.
- აი თურმე რაში ყოფილა საქმე!

No comments:

Post a Comment