Sunday, April 5, 2020

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი X- გოდრიკ ჰოლოუ



თავიდან ჰარი ვერ მიხვდა სად იყვნენ მაგრამ მერე იცნო თავისი მშობლების სახლი, ოღონდ რაღაც უცნაური ეჩვენა:
ჩამონგრეული ნაწილი გამთელებული იყო, მტვერის ნამცეციც არსად ჩანდა,
ბაღში აუზი იყო ჩაშენებული და ყვავილები გაზრდილიყო.
ჰარიმ ჰერმიონი და რონი მერეღა შეამჩნია. ჰერმიონს მუცელი და ხელი დასისხლიანებული ჰქონდა, რონს ფეხი ჰქონდა გაჭრილი და ჯინსიდან სისხლის წვეთები მოსდიოდა, მუხლზეც კარგი ღრმა ჭრილობა ჰქონდა. ჰერმიონი ძირს ეგდო და ვერ დგებოდა, ან არც კი ცდილობდა, ჰარიმ იფიქრა გულწასულიაო. რონმა ჯიბეები მოიჩხრიკა და რაღაც ბოთლი ამოიღო,მერე გახსნა და წყალივით სითხე ჰერმიონს ჯერ მუცელზე დააწვეთა, მერე ხელზე, ბოლოს კი მუხლზე თვითონაც დაიწვეთა, მერე ჰერმიონი ხელში აიყვანა და ჰარის უთხრა - დროზე კარის გაღება სცადე!
ჰარი კარებს მივარდა და გაღება სცადა.
- რა დაუტოვა ალბუს დამბლდორმა ჰარი პოტერს?- ჰკითხა ჰარის ჰერმიონის ხმამ.
ჰარიმ არც აქცია არც აცხელა უპასუხა:
- სნიჩი და გოდრიკ გრიფინდორის ხმალი!
კარი გაიღო.



No comments:

Post a Comment