Saturday, February 29, 2020

Meet me



რამდენი ხანია თანამედროვე ჰარი პოტერის თავებს ვკითხულობთ, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ თანამედროვე ჰარი პოტერის ავტორის ხასიათი?
ან გარეგნობა?
დიახ, სწორედ ჩემი.
როგორც უკვე გითხარით 8 წლის ვარ,
მიყვარს წერა და მოთხრობებსაც  ვწერ.
ამის გარდა კითხვაც, ხატვაც, სიმღერაც
და ცეკვაც მიყვარს, მაგრამ აქედან ყველაზე მეტად მაინც კითხვა.
ყველა მეუბნება-საოცარ მოთხრობებს წერ და ეს იმის დამსახურებაა, ბევრს რომ კითხულობო.მე უკვე 37 წიგნი მაქვს წაკითხული და მეუბნებიან გვერდებს ახტებიო - მაგრამ ხუმრობით.
გაინტერესებთ რატომ დავიწყე თანამედროვე ჰარი პოტერის წერა?!
მოკლედ,ყველაფერი იქიდან იწყება,
რომ მე ვგიჟდები ჰარი პოტერის ფილმებზე და წიგნებზე, თქვენ კი ალბათ დამეთანხმებით, რომ რაღაც აკლია.
და მივხვდი რაც აკლია - ის ცხრამეტი წელიწადი - ჰოგვარტსის მაგიისა
და ჯადოქრობის სკოლის დამთავრებიდან
შვილების ჰოგვარტსში გაშვებამდე.
ამიტომაც გადავწყვიტე თანამედროვე ჰარი პოტერის დაწერა.

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი V

ჰერმიონი სახლიდან გავიდა,ტყეში შევიდა, კარავში შეძვრა და კარგად მოკალათდა.
გავიდა სამი საათი. ჯინიმ გაიღვიძა,
ტანსაცმელი ჩაიცვა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია წერილი. რომ წაიკითხა მაშინვე შეუდგა ჩანთის ჩალაგებას და ორ წუთში უკვე სახლიდან გავიდა.  სანამ ტყემდე მიაღწევდა მიწაზე დაიხედა, თავში საოცარმა კითხვამ გაუელვა და მთელი გზა მასზე
ფიქრობდა:-რა მოხდება თუ მე და ჰარი რონს და ჰერმიონს შევარიგებთ? მაგრამ თუ რომელიმემ გაიგო....
ამ ფიქრებში იყო კარავს რომ მიაღწია და დაეჯახებოდა კიდეც,ამ დროს კარვიდან ჰერმიონი რომ არ გამოსულიყო:-ჯინი,კარგია რომ... ჯინი!
ამ დროს ჯინი ფიქრებიდან გამოერკვა და სწორედ მაშინ ასწია თავი კარავს რომ უნდა დასჯახებოდა.
- უი,დილა მშვიდობის ჰერმიონ.
- ჯინი რაზე ფიქრობდი?! კინაღამ
თავ-პირი აილეწე!😱😱😱
-რა... რა-რა რაზე ვფიქრობდი?
ა-ა-არაფერზე
-ჯინი!😡
-ხომ გითხარი! არაფერზე!
-კარგი ხო,შემოდი.

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი IV


QUEEN OF EVERYTHING
გადიოდა საათები და წუთები.
ჰარი დაბინავდა,მისტერ და მისის უზლებიც დაბრუნდნენ სახლში,რონი და ჰერმიონი კი ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ.ასე გავიდა მთელი დღე.
მეორე დღეს ჰერმიონი დილის 5 საათზე ადგა,მთელი სახლისთვის გაამზადა საუზმე, გააკეთა რამდენიმე სენდვიჩი,ჩაიდო ჩანთაში და წერილის წერას შეუდგა:
                     
         ძვირფასო ჯინი, მე იმ ტყეში ვარ თქვენი სახლის უკან რომაა.შეგიძლია მოხვიდე?ძალიან მინდა რაღაც საოცარი ამბები მოგიყვე.გთხოვ მარტო მოდი.მე  ტყეში  პატარა კარავი გავშალე და იქ ვაპირებ დარჩენას.თუ გინდა შენც წამოიღე ტანსაცმელი და დარჩი.
       სიყვარულით, ჰერმიონი.  :)
ჰერმიონი ჯინის ოთახში ავიდა,წერილი
გვერდით დაუდო და ოთახიდან გაიპარა.

Thursday, December 19, 2019

თანამედროვე ჰარი პოტერი-თავი |||





ჰერმიონმა კი სცადა რონის გაშეშება მაგრამ რონმა შელოცვა აიცილა და თვითონ დაიყვირა - კრუციო!
მაგრამ ჰერმიონი აპარაციით კიბეზე აღმოჩნდა და სასწრაფოდ ჯინის ოთახში ავარდა, იქ კი მისი საწოლზე დაენარცხა და ტირილი დაიწყო.
ბოლოს ძლივს წამოდგა და ჯინის ჰკითხა-შენს ძმას რა სჭირს?! წეღან კინაღამ მომკლა!ისე,გილოცავ მამაშენის დაწინაურებას.
-ჰერმიონ, მოიცა რა მოუვიდა რონს?
-ხომ გითხარი! წეღან კინაღამ მომკლა!
-მე ვიცი რატომაც.
-ჰოდა დროზე გამაგებინე!
-უბრალოდ ძალიან უნდოდა თვითონ ყოფილიყო მინისტრი,მაგრამ მამაჩვენი აირჩიეს და რა ვქნათ!ჰოდა რონი დღე და ღამე გაბრაზებულია.
რაღაც რაღაცებს იგონებს რომ მთელი ჯავრი სხვაზე გადმოანთხიოს. მართლ
შენი მოკვლა კი არ უნდა.
-და მინისტრის მოადგილედ რომ აიყვანონ არ შეიძლება ?
- სამსახურში საერთოდ არ აჰყავთ. მამა ეუბნება ახლახანს დაამთავრე სკოლა და სამსახური ადრეაო.
- აი თურმე რაში ყოფილა საქმე!

თანამედროვე ჰარი პოტერი-თავი||


დილის 3 საათია,  ჰარიმ იცის რომ აუცილებლად  დააგვიანდება, ამიტომ  აიღო ტელეფონი  და მესიჯის მიწერა დაიწყო ჰერმიონისთვის:

                ჰერმიონ,მე შეიძლება  1 ან 2 საათით  დამაგვიანდეს. კარგი?

და მაშინვე მიიღო პასუხი:

                    არ ინერვიულო, ვეტყვი ჰარის  აგვიანდება-მეთქი

                                6 საათის შემდეგ


ჰერმიონი უიზლების სახლის კარებზე აკაკუნებს.
-შემოდი.- მოესმა რონის ხმა.
რონ გილოცავ მამაშენის დაწინაურებას!-ოთახში შევარდა ჰერმიონი და რონს გადაეხვია- ისე  მომენატრე!
-მომშორდი მუქსისხლიანო!-ერთი ხელისკვრით მოიცილა ჰერმიონი და ძირს დააგდო -არამგონია ძალიან გენატრებოდე! და კიდევ ერთი-არავითარი ჯოხი! არა-ვითარი ჯოხი!- და ხელიდან ჯოხი გამოაცალა.
- თანაც მამაჩემმა ახალი კანონი შემოიღო-შენნაირი მუქსისხლიანები აღარ დაიშვებიან!
-მოიცა-მოიცა რა?-ძლივს ამოღერღა ჰერმიონმა.იგი უკვე წამომდგარიყო და ხელით მაგრად ჰქონდა კარის სახელური ჩაბღუჯული.
-რა ვქნა კანონი კანონია. -ჯოხი აღმართა რონმა-ამიტომ ავადა კედ...
მაგრამ ჰერმიონმა ძალა მოიკრიბა,რონს ჯოხი ხელიდან გამოსტაცა და ორი ოთახის იქით გაისმა მისი წარმოთქმული -გაშეშდი!

თანამედროვე ჰარი პოტერი იწყება-თავი |


 ჰარი ბიძია ვერნონს და ვერნონის ჩასუქებულ შვილს-დადლის უმზადებს სენდვიჩებს.
-😡ჰარი გაიწიე დროზე,მე გავაგრძელებ! -მხარი გაჰკრა დეიდა პეტუნიამ.
-😡აბრძანდი ოთახში ვაჟბატონო-დაუმატა ვერნონმა.
ჰარი წამსვე ავარდა ოთახში და კარი მიიჯახუნა.
უცებ  ქვევით ტელეფონზე დარეკეს მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია.
-ჰარი! ვიღაც ერმიონ ეირჯერი გირეკავს! ჩამოდი!
ჰარი კიბეზე ჩავრდა და დეიდა პეტუნიას ტელეფონი  ხელიდან გამოსტაცა.
-ჰარი გასაგიჟებელი ამბავი მაქვს!მისტერ უიზლი მაგიის მინისტრი გამხდარა!😆😆😆 - ჩაარაკრაკა ჰერმიონმა
-მართლა?!😆😆😆-შეხტა ჰარი
-ხო!და გადავწყვიტე რომ ხვალ, დილის 9 საათზე სიურპრიზად ვესტუმრო!შენც წამოხვალ?
-უეჭველად!გპირდები!
-მაშინ ათჯერ მეტად გაუხარდებათ!
-ოკეი!ესეიგი ხვალ დილის 9 საათზე!
-აჰა!
-ხვალამდე!         
-ხვლამდე!

                  იმედია თქვენც გიყვართ ჰარი პოტერი და მოგეწონათ

გამარჯობა!



მე ვარ ნატალი 😃
ეს ბლოგი იმიტომ შევქმენი, რომ ძაალიან მიყვარს წერა. ჯერ 8 წლის ვარ  და სკოლაშიც ვწერ მოთხრობებს.
პერიოდულად თქვენს ნამუშევრებსაც გამოვაქვეყნებ.
იმედია ისიამოვნებთ ჩემი ბლოგის დათვალიერებით 😘