Sunday, April 5, 2020

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი X- გოდრიკ ჰოლოუ



თავიდან ჰარი ვერ მიხვდა სად იყვნენ მაგრამ მერე იცნო თავისი მშობლების სახლი, ოღონდ რაღაც უცნაური ეჩვენა:
ჩამონგრეული ნაწილი გამთელებული იყო, მტვერის ნამცეციც არსად ჩანდა,
ბაღში აუზი იყო ჩაშენებული და ყვავილები გაზრდილიყო.
ჰარიმ ჰერმიონი და რონი მერეღა შეამჩნია. ჰერმიონს მუცელი და ხელი დასისხლიანებული ჰქონდა, რონს ფეხი ჰქონდა გაჭრილი და ჯინსიდან სისხლის წვეთები მოსდიოდა, მუხლზეც კარგი ღრმა ჭრილობა ჰქონდა. ჰერმიონი ძირს ეგდო და ვერ დგებოდა, ან არც კი ცდილობდა, ჰარიმ იფიქრა გულწასულიაო. რონმა ჯიბეები მოიჩხრიკა და რაღაც ბოთლი ამოიღო,მერე გახსნა და წყალივით სითხე ჰერმიონს ჯერ მუცელზე დააწვეთა, მერე ხელზე, ბოლოს კი მუხლზე თვითონაც დაიწვეთა, მერე ჰერმიონი ხელში აიყვანა და ჰარის უთხრა - დროზე კარის გაღება სცადე!
ჰარი კარებს მივარდა და გაღება სცადა.
- რა დაუტოვა ალბუს დამბლდორმა ჰარი პოტერს?- ჰკითხა ჰარის ჰერმიონის ხმამ.
ჰარიმ არც აქცია არც აცხელა უპასუხა:
- სნიჩი და გოდრიკ გრიფინდორის ხმალი!
კარი გაიღო.



თანამედროვე ჰარი პოტერი თავი IX- ტყეში



როგორც კი ჰარი და რონი საკუჭნაოდან გამოვიდნენ, რონის ოთახში შევიდნენ და კარი ჩარაზეს.
- მოდი ამ კომოდის გვერდზე გაწევაში მომეხმარე!- ხელით ანიშნა უშველებელ კომოდზე რონმა ჰარის.
- ეხლავე!- რონთან მივიდა ჰარი ფარდების ჩამოფარების შემდეგ.
ერთად გაათრიეს კომოდი და მის ქვეშ 
იატაკზე ამოჭრილი წრე გამოაჩინეს, წრის ქვევით კი გვირაბი მიდიოდა.
- რონ, ეს საოცრებაა!
- ახლა მაგისი დრო არ არის, აი ეს ფანარი გამომართვი ჰარი!- პატარა, მაგრამ ძალიან მძიმე ელექტროფანარი მიაწოდა რონმა ჰარის და გაკვირვებულმა შეხედა - ჩახტი რას ელოდები!- და ჰარი გვირაბში ჩააგდო, მერე თვითონაც ჩაძვრა, ხელი ამოყო და კომოდის ძირზე მიკრულ სახელურს გამოსდო, მერე კი კომოდი როგორღაც ისე გამოაჩოჩა, რომ წესიერად გამოჩენილიყო.
ბოლომდე რომ ჩაძვრა რონმა ჰარის ფანარი გამოართვა და ჩურჩულით უთხრა- ახლა სასტუმრო ოთახის გვერდით გავდივართ და არ არსებობს იქ რომ ვინმე არ იყოს!
ჰარიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ცოტა ხანში სადაც გავიდნენ და იქაურობა კარგად მოათვალიერეს.
- ბნელ ტყეში ვართ!- წამოიძახა ჰარიმ.
- მოიცადე, გესმის?!- ყურის ქვეშ ხელი ამოიდო რონმა.- ვიღაც ყვირის! ღმერთო ოღონდ ჰერმიონი არ იყოს!
ხმას გაჰყვნენ და დაინახეს რომ ჰერმიონი ხეზე თოკებით იყო მიბმული,
პირზე სკოჩი აეკრათ, სახეზე ფერი აღარ ედო, გვერდით მაქცია გრეიბექი ედგა, წინ კი... ბელატრიქს ლესტრეინჯი! მას წინ ცოცხალი ბელატრიქს ლესტრეინჯი ედგა და უყვიროდა!
- არ ვიცი როგორ მაგრამ ჩემი აზრით 
ჰორკრუქსებმა გიშველეს ბელა!- ბელატრიქსს წინ აეტუზა გამწარებული რონი.
უცებ ჰარიც გამოვარდა და გრეიბექს გაშეშების შელოცვა ესროლა,რონი ჰერმიონს მივარდა და თოკები გახსნა, ჰერმიონმა  პირიდან სკოჩი აიხია და ტელეფონს და ჯოხს ხელი დაავლო, მერე ჰარიმ რონმა და ჰერმიონმა ერთმანეთს ხელები ჩაკიდეს და ის იყო იმ გულისამრევ სიბნელეში უნდა გახვეულიყვნენ, რომ ჰარიმ ბელატრიქსს "სექტუსემპრა" სტყორცნა, მაგრამ ალბათ სხვა ვინმეს მოახვედრა, რადგან ყვირილი ყურთან ახლოს მოესმა.





თანამედროვე ჰარი პოტერი თავი Vlll - საუბარი საკუჭნაოში


- რას ამბობ ძვირფასო? როგორ თუ გაიტაცეს! - შეშფოთდა ქალბატონი უიზლი - იქნებ უბრალოდ გაიქცა!
- მაგის გასარკვევად ერთადერთი გზა არსებობს!- ტელეფონი ამოიღო ჰარიმ, ჰერმიონის ნომერი აკრიფა და დაელოდა.
- არავინ პასუხობს!- გამოაცხადა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ.
თქვა თუ არა ეს სიტყვები ჰარიმ, ჯინი თავის ოთახში ავარდა, ჯორჯმა თქვა - რონის გამო გაიქცა და ახლა ტელეფონზე არ პასუხობსო და სახლში შევიდა, ქალბატონი და ბატონი უიზლებიც ნელა შეყვნენ და ის იყო ჰარიც სახლისკენ წავიდა, რომ რონმა უკან წაათრია და სადღაც ბნელ საკუჭნაოში შეიყვანა.
- მოდიხარ?- ჰკითხა ცოტა ხანში.
- სად?!- კითხვაზე კითხვით უპასუხა ჰარიმ.
- ტყეში რა თქმა უნდა!
- რა... რა... რატომ?!
- ჰერმიონის უკან დასაბრუნებლად რა თქმა უნდა! იქ მაქციებთან საბრძოლველად გავიმეტოთ? თან იქ შეიძლება ყოფილი სიკვდილის მხვრელებიც იყვნენ და ხომ იცი ჰერმიონს რასაც ეძახიან!
- არ ვიცი წამოვალ  თუ არა, რადგან აქ ჯინია და რა ვიცი კიდევ შეიძლება უკან ვეღარ დავბრუნდეთ ან რამე! ან არ ვიცი... არ ვიცი... და ჯინიც რომ წამოვიდეს? 
- ჯერ მეშვიდე კურსზეც არ არის. ჩვიდმეტი წლის კია მაგრამ სკოლა? ამბობენ რომ სანამ ჰოგვარტსს არ დაამთავრებს ვერცერთი ჯადოქარი ვერ ჩაითვლება სრულწლოვნად. მამას კანონია. ანუ ითვლება, რომ ჯინი              "არასრულწლოვანია"
- კარგი მისტერ ლექტორო კარგი წამოვალ. - უთხრა რონის გრძელი საუბრით დაღლილმა ჰარიმ, რაზეც ორივე ახარხარდა.