Saturday, February 29, 2020

Meet me



რამდენი ხანია თანამედროვე ჰარი პოტერის თავებს ვკითხულობთ, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ თანამედროვე ჰარი პოტერის ავტორის ხასიათი?
ან გარეგნობა?
დიახ, სწორედ ჩემი.
როგორც უკვე გითხარით 8 წლის ვარ,
მიყვარს წერა და მოთხრობებსაც  ვწერ.
ამის გარდა კითხვაც, ხატვაც, სიმღერაც
და ცეკვაც მიყვარს, მაგრამ აქედან ყველაზე მეტად მაინც კითხვა.
ყველა მეუბნება-საოცარ მოთხრობებს წერ და ეს იმის დამსახურებაა, ბევრს რომ კითხულობო.მე უკვე 37 წიგნი მაქვს წაკითხული და მეუბნებიან გვერდებს ახტებიო - მაგრამ ხუმრობით.
გაინტერესებთ რატომ დავიწყე თანამედროვე ჰარი პოტერის წერა?!
მოკლედ,ყველაფერი იქიდან იწყება,
რომ მე ვგიჟდები ჰარი პოტერის ფილმებზე და წიგნებზე, თქვენ კი ალბათ დამეთანხმებით, რომ რაღაც აკლია.
და მივხვდი რაც აკლია - ის ცხრამეტი წელიწადი - ჰოგვარტსის მაგიისა
და ჯადოქრობის სკოლის დამთავრებიდან
შვილების ჰოგვარტსში გაშვებამდე.
ამიტომაც გადავწყვიტე თანამედროვე ჰარი პოტერის დაწერა.

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი V

ჰერმიონი სახლიდან გავიდა,ტყეში შევიდა, კარავში შეძვრა და კარგად მოკალათდა.
გავიდა სამი საათი. ჯინიმ გაიღვიძა,
ტანსაცმელი ჩაიცვა და მხოლოდ მაშინ შეამჩნია წერილი. რომ წაიკითხა მაშინვე შეუდგა ჩანთის ჩალაგებას და ორ წუთში უკვე სახლიდან გავიდა.  სანამ ტყემდე მიაღწევდა მიწაზე დაიხედა, თავში საოცარმა კითხვამ გაუელვა და მთელი გზა მასზე
ფიქრობდა:-რა მოხდება თუ მე და ჰარი რონს და ჰერმიონს შევარიგებთ? მაგრამ თუ რომელიმემ გაიგო....
ამ ფიქრებში იყო კარავს რომ მიაღწია და დაეჯახებოდა კიდეც,ამ დროს კარვიდან ჰერმიონი რომ არ გამოსულიყო:-ჯინი,კარგია რომ... ჯინი!
ამ დროს ჯინი ფიქრებიდან გამოერკვა და სწორედ მაშინ ასწია თავი კარავს რომ უნდა დასჯახებოდა.
- უი,დილა მშვიდობის ჰერმიონ.
- ჯინი რაზე ფიქრობდი?! კინაღამ
თავ-პირი აილეწე!😱😱😱
-რა... რა-რა რაზე ვფიქრობდი?
ა-ა-არაფერზე
-ჯინი!😡
-ხომ გითხარი! არაფერზე!
-კარგი ხო,შემოდი.

თანამედროვე ჰარი პოტერი თავი IV


QUEEN OF EVERYTHING
გადიოდა საათები და წუთები.
ჰარი დაბინავდა,მისტერ და მისის უზლებიც დაბრუნდნენ სახლში,რონი და ჰერმიონი კი ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ.ასე გავიდა მთელი დღე.
მეორე დღეს ჰერმიონი დილის 5 საათზე ადგა,მთელი სახლისთვის გაამზადა საუზმე, გააკეთა რამდენიმე სენდვიჩი,ჩაიდო ჩანთაში და წერილის წერას შეუდგა:
                     
         ძვირფასო ჯინი, მე იმ ტყეში ვარ თქვენი სახლის უკან რომაა.შეგიძლია მოხვიდე?ძალიან მინდა რაღაც საოცარი ამბები მოგიყვე.გთხოვ მარტო მოდი.მე  ტყეში  პატარა კარავი გავშალე და იქ ვაპირებ დარჩენას.თუ გინდა შენც წამოიღე ტანსაცმელი და დარჩი.
       სიყვარულით, ჰერმიონი.  :)
ჰერმიონი ჯინის ოთახში ავიდა,წერილი
გვერდით დაუდო და ოთახიდან გაიპარა.